English / ქართული / русский /
მაია ჭანია
საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები გლობალიზაციის ფონზე

ანოტაცია.

სტატია შეეხება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პრობლემებს, ეკონომიკურ ზრდას, განვითარებას მსოფლიოში მიმდინარე საყოველთაო გლობალიზაციის ფონზე. თანამედროვე პირობებში ძნელია ვიპოვოთ ისეთი ეროვნული მეურნეობა, რომელიც არაა ჩართული მსოფლიო მეურნეობის სისტემაში. გლობალიზაცია-ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების შეუქცე-ვადი ტენდენციაა, რომელიც ხასიათდება ეროვნულ ეკონომიკებს შორის ურთიერთდამოკი¬დებუ-ლებების ზრდის მაღალი ხარისხით. საქართველოს წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის გადასაწყვეტად აუცილებელ პირობას ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს.

საკვანძო სიტყები: განვითარება; გლობალიზაცია; ინტეგრაცია; ეფექტიანობა.

თანამედროვე პირობებში ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად საყ-ოველთაო გლობალიზაციის პროცესებით განისაზღვრება. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის პრობლემების შესწავლა და ანალიზი ერთ-ერთ ყველაზე უფრო აქტუალურ პრობლემად გადაიქცა. მსოფლიო გლობალიზაციის პროცესები სულ უფრო მეტად მოიცავს მთელ მსოფლიოს, მასში სულ უფრო მეტი ახალი სახელმწიფო ერთვება და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელებით კიდევ უფრო აქტიური მონაწილე ხდება თანამედროვე გლობალიზაციური პრო-ცესებისა. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.

მსოფლიო საზოგადოება, და მათ შორის ქართველი ერი, იმყოფება პოსტინდუსტრიული განვითარების ეტაპზე, რომელიც ხასიათდება მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკის გლობ-ალური ინტეგრაციით. თანამედროვე პირობებში ძნელია ვიპოვოთ ისეთი ეროვნული მეურნეობა, რომელიც არ არის ჩართული მსოფლიო მეურნეობის სისტემაში. გლობალიზაცია-ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების შეუქცევადი ტენდენციაა, რომელიც ხასიათდება ეროვნულ ეკონომიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულებების ზრდის მაღალი ხარისხით. ეს ურთიერთობები არის გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების საფუძველი.

საქართველოს წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის გადასაწყვეტად აუცილებელ პირობას ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. არსებითია არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლება. მრავალი მიზეზის გამო ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანამ განვითარების სტაბილური და მაღალი ტემპები უზრუნველყოს. ამ მიზნის მისაღწევად საწყისს წარმოადგენს გარკვეული ორიენტირების დასახვა, არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, დაისახოს განვითარების ეტაპები და სასურველი ტემპები. ისეთი ეკონომიკური მაჩვენებელი, როგორიცაა მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მართალია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სრული მახასიათებელი არ არის, მაგრამ საწყის ეტაპზე ჩვენი მიზნებისთვის და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად სავსებით საკმა-რისია.

მსოფლიოს ქვეყნები შეიძლება ოთხ დიდ ჯგუფად დავყოთ, იმის მიხედვით, თუ როგორია მათი მშპ/სულზე:

1.  უღარიბესი ქვეყნები – მშპ/სულზე ნაკლებია 1000 აშშ დოლარზე;

2.  განვითარებადი ქვეყნები – მშპ/სულზე არის 1000-5000 აშშ  დოლარი;

3.  საშუალო განვითარების ქვეყნები – მშპ/სულზე არის 5000-12000 აშშ დოლარი;

4.  განვითარებული ქვეყნები – მშპ/სულზე 12000 აშშ დოლარზე მეტია.

ეს კლასიფიკაცია, რასაკვირველია პირობითია, განსაკუთრებით, როცა საქმე რიცხვებს ეხება. მთლიანობაში ის ემთხვევა საყოველთაოდ მიღებულ კლასიფიკაციას, თუმცა არის განსხვავება სხვადასხვა ჯგუფების ზღვრულ მაჩვენებლებში. ეს კლასიფიკაცია კარგად ასახავს ქვეყნების ძი-რითად ჯგუფებს ეკონომიკური განვითარების მიხედვით და მისი საშუალებით შეიძლება გავსაზ-ღვროთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები. საქართველოს მშპ/სულზე დაახლოებით 2700 აშშ დოლარია. ჶეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა. საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც განათლების დონით ბევრად უფრო ჩამოგვრჩებიან, სადაც მაღალია კორუფციის მაჩვენებელი და გაცილებით დაბალეფექტურია სახელმწიფო აპარატი ვიდრე ჩვენთან. რატომ არის ასე და როგორ მივაღწიოთ ამ მდგომარეობის გამოსწორებას? მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ საქართველოს სასტარტო პირობები ურთულესი იყო (სამოქალაქო ომი, ეთნოკონფლიქტები, საგარეო აგრესია, ოკუპირებული ტერიტორიები), ქართული ეკონომიკა ფაქტობრივად კოლონიალურ ხასიათს ატარებდა, მრეწველობა განუვითარებელი იყო, სოფლის მეურნეობა ძირითადად პლანტაციურ კულტურებს აწარმოებდა და მიბმული იყო რუსეთზე.

ჩვენი უახლოესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, საქართველო საშუალო განვითარების ქვეყნად ვაქციოთ, მივაღწიოთ 5000-6000 აშშ დოლარიან მშპ/სულზე. ეს არის ეკონომიკური განვითარების ის მინიმალური დონე, საიდანაც შეიძლება საუბარი სოციალურ პროგრამებზე, მეცნიერებისა და განათლების განვითარებაზე. ეკონომიკური განვითარების ამ დონეზე გამოიკვეთება, თუ როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკის როლი და ფუნქციები გლობალურ ეკონომიკაში, რომელი დარგები გახდება წამყვანი, განსაკუთრებით კი მრეწველობის სფეროში. ამ დონის მისაღწევად მშპ რაოდენობით დაახლოებით 20-25 მილიარდ აშშ დოლარს უნდა მიაღწიოს, ანუ მშპ დაახლოებით 10-15 მლრდ აშშ დოლარით უნდა გაიზარდოს. ამისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ინვესტიციების მკვეთრი ზრდა. ამ საჭირო დონის ინვესტირებისთვის საკმარისი რესურსები არც ქართულ ბიზნესს და არც საქართველოს მთავრობას არ გააჩნია, ამიტომ აუცილებელი წყარო უცხოური ინვესტიციებია. ამასთანავე, უცოხური ინვესტიციებით დაინტერესებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა და მათ მოსაზიდად ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში საქართველოს ეკონომიკას მოუწევს შესაბამისი გარემოს შექმნა.

თავისუფალი ეკონომიკის შემთხვევაში მთავრობა, რა თქმა უნდა, ვერ დაიწყებს საწარმოების მშენებლობას და პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას ეკონომიკაში, მაგრამ მას გააჩნია რამდენიმე საშუალება, რომლითაც ხელეწიფება ეკონომიკაზე ეფექტურად ზემოქმედება. ეს საშუალებები შეიძლება დავყოთ დიდ ჯგუფებად: პირველი ეტაპის ამოცანები ამ გზაზე არის:

- მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნა;

- საერთაშორისო ხელშეკრულების დადება, რომელთა მიზანია აარიდოს ინვესტორების ორმაგი დაბეგვრა, აგრეთვე შეუქმნას საქართველოს ხელსაყრელი საგარეო ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოს ეკონომიკის ძირითად სუბიექტებთან, პირველ რიგში ევროკავშირთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპის ამოცანებიდან ბევრი საკითხი საქართველოს მიერ გად-აწყვეტილია. არის ერთი მნიშვნელოვანი და უაღრესად სასურველი საკითხი, რომელიც მნიშვნე-ლოვნად გააუმჯობესებდა არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს საქართველოში, ეს არის ხელშე-კრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, რაც მრავალი ქვეყნის ოცნების საგანია. ამ ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვნად გაზრდის უცხოელი ინვეტორების ინტერესს საქართველოსადმი. ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ამ ხელშეკრულების დასადებად ყველა ღონე უნდა იხმაროს. შემდეგი ეტაპის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების და მიღწევების რეკლამა, პოტენციური ინვესტორების მოძიება და მათთან მუშაობა.

ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა გავერკვეთ, თუ რა ტიპის ინვესტორებისათვის იქნება საქართველო მიმზიდველი; გავარკვიოთ პოტენციურ ინვესტორთა წრე და რა შეიძლება გაკეთდეს ამ ინვესტორთა წრის გასაფართოებლად. აგრეთვე, უნდა ვიცოდეთ ამ ინვესტორების მოსაზრებები და სურვილები, რომელთა დასაკმაყოფილებლად ყველა არსებული რესურსის გამოყენებაა მი-ზანშეწონილი. ენერგია იმაზე კი არ უნდა დაიხარჯოს, რომ მოიძებნოს აბსტრაქტული ინვესტორი ან ველოდოთ შემთხვევას, არამედ შევარჩიოთ პოტენციურ ინვესტორთა წრე, რომელთათვისაც საინტერესო იქნება ინვესტიციები საქართველოში და ვიმუშაოთ მათთან ინტენსიურ რეჟიმში. მნიშ-ვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს დღეს უკვე აქვს გარკვეული პრეფერენციები ევროკავშირთან ვაჭრობაში, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას არ გააჩნია. ამ მხრივ საქართველო შეიძლება მიმზიდველი იყოს ბევრი სამრეწველო კომპანიისთვის, განსაკუთრებით აზიის განვი-თარებული ქვეყნებისათვის. ამავე მიზეზით საქართველო შეიძლება საინტერესო გახეს ევროპის ზოგიერთი  სამრეწველო კომპანიისათვის, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი სამრეწველო სიმძლავრეების ნაწილი ევროპიდან გაიტანოს, ხოლო ნაწარმი განსაზღვროს ევროპისათვის. ასე მაგალითად, შეიძლება გამოდგეს სათამაშოების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ინტენსიურად ეძებენ ადგილს საკუთარი წარმოებისათვის. ასეთი საწარმოების და დარგების მოძიება ცალკე შესწავლის საგანი უნდა გახდეს ქართულ რეალობაში, რომლის შედეგების გათვალისწინებით გამ-ოიკვეთება პოტენციურ ინვესტორთა წრე. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ნაყოფიერი მუშაობა ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია შემუ-შავდეს და უახლოეს დროში გატარდეს ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომლის შემადგენელი ნაწილებიც იქნება:

- ბიზნესგარემოს გაუმჯობესება;

- შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების დადება;

- ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის რეკლამა;

- პოტენციურ ინვესტორთა მოძიება და მათთან შესაბამისი მუშაობის ჩატარება;

- ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია;

- კვალიფიციური პერსონალის მომზადება.

ვაცნობიერებთ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც გამოიხატება მის სიმცირესა და განუვითარებლობაში (მშპ/სულზე შეადგენს საშუალოევროპულის 10%-ზე ნაკლებს), უთანაბრობასა (ჯინის კოეფიციენტი – 0,41) და უმუშევრობაში (15%). მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში ეფექ¬ტური წინსვლა ვერ მოხერხდება მხოლოდ ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებელი ღონისძიებებითა და ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით, ასევე ბიუჯეტის მნიშვნელოვნად სოციალური ორიენტაციით. აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ გააცნობიეროს ინდუსტრიის (მრეწველობის), როგორც მთავარი მამოძრავებელი სექტორის მნიშვნელობა ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების და კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნის სტრატეგიაში. თანამედროვე ტე-ქნოლოგიებსა და უნარ-ჩვევებზე დაფუძნებული, რესურსების დამზოგველი და ენერგოეფექტური, გარემოსადმი უსაფრთხო და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული სამრეწველო პროდუქტების წარმოებამ უნდა შეასრულოს კომპასის როლი სხვა სექტორებისათვის. მხოლოდ ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად დაბალანსებული წარმოება უნდა იყოს დასაშვები და მიზანშე-წონილი, რათა უზრუნველვყოთ მწვანე ზრდა და მდგრადი განვითარება. ახალი პროდუქტების შექმნა და ინდუსტრიული მოდერნიზაცია უნდა განხორციელდეს ინვესტიციებით ინოვაციებში, ახალ ტექნოლოგიებში, კვლევებსა და განვითარებაში, სწავლებაში, რაშიც წამყვანი როლი უნდა იკისროს სახელმწიფომ ამ სფეროს კომერციალიზაციასთან ერთად. ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის მთავრობა უნდა დაეყრდნოს ისეთ პრინციპებს, როგორიცაა: სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობა; სამთავრობო მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს კონკრეტულ პროექტს ან პროგრამას და არა მთლიან დარგს; პროექტის ექსპერიმენტულობა არ უნდა მიიჩნეოდეს, როგორც მისი ნაკლი; პროექტის მიმდინარეობა უნდა იყოს გამჭვირვალე და წარმატების კრიტერიუმი ცხადი, შესაბამისად, პროექტის წარუმატებლობის შემთხვევაში პროექტის დროული შეჩერება – აუცილებელი; პროექტს უნდა ახლდეს თანმდევი დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები; მაღალი პრიორიტეტის მქონე პროექტებით უშუალოდ უნდა იყოს დაინტერესებული მთავრობის მაღალი პოლიტიკური ფიგურა (მაგ., პრემიერ-მინისტრი) და ზედამხედველობას უწევდეს პროექტებს. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.  აბრალავა ა., ეროვნული ეკონომიკა და გლობალიზაცია, 2005, თბილისი. “ინოვაცია” გვ. 155.

2.  ასათიანი რ., 2010, გლობალიზაცია, ეკონომიკური თეორია და საქართველო. თბილისი, `სიახლე”, გვ. 84.

3.  Бек У. Что такое глобализация? перевод с немецкого. მ., 2004, Гидденс Э. Ускользающий мир. Как глобализация меняет нашу жизнь, მ., გვ.56.

4.  Brakman S., Garretsen H., Marrewijk CH., Witteloostuijn A. Global Economy: An introduction. 2008, გვ.18.

5.  Bhandari AK., Heshmati A., 2005 “Measurement of Globalization and its Variations among Countries, Regions and over Time”. IZA Discussion გვ.157.